HTMC Neurosurgery — ნეიროქირურგიის დეპარტამენტი
შოთა ინგოროყვა HTMC Doctor
ექიმის პროფილი

შოთა ინგოროყვა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი

ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი

01

განათლება და კვალიფიკაცია

  • 1995–1996 — სამედიცინო ფაკულტეტი, ფრიდრიხ ალექსანდერის უნივერსიტეტი (ერლანგენ-ნიურბერგი, გერმანია).
  • 1996–2003 — სამედიცინო ფაკულტეტი, ლეოპოლდ-ფრანცენსის უნივერსიტეტი (ინსბრუკი, ავსტრია).
  • სადისერტაციო თემა: „ლუმბალური ლატერალური დისკის თიაქარი“ (ხელმძღვანელი: Univ.-Prof. Dr. H. Kostron), ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის ნეიროქირურგიული განყოფილება.
  • 14.10.2010 — სალიცენზიო გამოცდა ნეიროქირურგიაში (ვენა, ავსტრია).
  • 01.03.2012 — უფროსი ექიმი, ნეიროქირურგიის დეპარტამენტი (ინსბრუკი, ავსტრია).
  • 2014–2016 — საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის პროგრამა UMIT-ის კერძო უნივერსიტეტში (ჰალი, ავსტრია).
02

სამუშაო გამოცდილება

  • 2004–2005 — ასისტენტ ექიმი ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის ანატომიის, ჰისტოლოგიისა და ემბრიოლოგიის ინსტიტუტში. მონაწილეობდა ანატომიურ და ნეიროანატომიურ სასწავლო პროცესებში და სამეცნიერო კვლევაში.
  • 2005–2012 — ასისტენტ ექიმი ინსბრუკის საუნივერსიტეტო ნეიროქირურგიულ კლინიკაში.
  • 2009–2012 — სასწავლო კურსი კრიტიკულ მედიცინაში.
  • 2009–2015 — ინსბრუკის უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის რეანიმაციის განყოფილება, ნეიროქირურგ-რეანიმატოლოგი.
  • 2006–2015 — ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის ნეიროქირურგიული ამბულატორიის სპინალური ქირურგიის ხელმძღვანელი.
  • 2015 წლიდან დღემდე — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
  • 2018 წლიდან დღემდე — თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.